|
2024-11-07 17:38:40, 398 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - 15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება
15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 401 958-მა ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 95 460 453 ლარი შეადგენა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 15 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი). დღეის მონაცემებით, 401 958-მა ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 95 460 453 ლარი შეადგენა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17% პროცენტული მაჩვენებლით არის გაზრდილი. სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)