|
2024-11-07 12:52:11, 467 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის კამპუსი“ - ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის
“თიბისიმ“, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა “თიბისი კამპუსი“ დააარსა, სადაც სწავლის სურვილი 6 ათასზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა. “თიბისი კამპუსი“ ეს არის ბიზნესის მიმართულებით, სრულად დაფინანსებულ, ონლაინ სასწავლო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. კამპუსის პირველი ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 6 037 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ, ორ ეტაპიანი, კონკურსის შემდეგ კი 310 სტუდენტი შეირჩა. სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს “თიბისის“ გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები სრულიად უფასოდ შეასწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, გრაფიკული დიზაინს, UI/UX დიზაინ, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, ციფრულ მარკეტინგს და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO. “თიბისი კამპუსში“ გავლილი კურსები სტუდენტებს საბაზისო ცოდნას მისცემს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. “თიბისი“ კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია “კოლაბი“.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)