|
2024-11-06 15:20:26, 367 ნახვა
საზოგადოება
გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა - სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები. დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამე მიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყო მრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონის გამგეობამ დარჩენილი ნაწილი - 6000 კვადრატული მეტრი კეთილმოაწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზე მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)