|
2024-11-06 13:24:59, 350 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკი: „საქართველოს ბანკი“ მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია
საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდანაც, "საქართველოს ბანკის" დაფინანსების ჯამური მოცულობა 726 მილიონი ლარია. "საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკი" წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, არამედ 2023 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე დაფინანსების მიხედვითაც. კერძოდ, „ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების 78% "საქართველოს ბანკის" მიერ იყო გაცემული“. "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესებმა ინვესტირება რამდენიმე ძირითად მწვანე სექტორში განახორციელეს, რაც დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მათი ბიზნესის განვითარებაზე (მაგალითად ნაკლები საოპერაციო ხარჯები), არამედ ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას. "საქართველოს ბანკის" მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ინვესტირება განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოებაში, ნარჩენების მართვაში, მწვანე ტრანსპორტში, ენერგოეფექტურობასა და მდგრად სოფლის მეურნეობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშში აღნიშნული მიღწევები, მწვანე დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკი ქვეყნის კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში, მდგრადი მომავლის შექმნასა და დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მწვანე დაკრედიტების გაზრდას მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შექმნითა და მდგრად პრაქტიკებზე ცნობიერების ამაღლებით“,- განაცხადა ანა ოსაძემ, "საქართველოს ბანკის" ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)