01:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 12:59:05, 431 ნახვა

მსოფლიო
სტარმერი ტრამპს - ისტორიულ გამარჯვებას გილოცავთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

სტარმერის განცხადებით, “მომავალ წლებში ტრამპთან მუშაობას მოუთმენლად ელის“.

“გილოცავთ, არჩეულო პრეზიდენტო ტრამპ, თქვენს ისტორიულ გამარჯვებას არჩევნებში. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას მომავალ წლებში. როგორც უახლოესი მოკავშირეები, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად - ეკონომიკური ზრდიდან და უსაფრთხოებიდან ტექნოლოგიებამდე და ინოვაციებამდე. მე ვიცი, რომ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას მომავალ წლებში ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics