|
2024-11-06 11:48:26, 385 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს
ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა - "იმპლანტ სტუდიო", სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის. კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას იყენებენ, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა. კლინიკის გახსნას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი პროფესიას ირჩევდა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობრივი პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. 2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა, რემონტისა და აპარატურის შეძენა კი "თიბისის" მხარდაჭერით შეძლო.
Diagnocat.com-ის პლატფორმით ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღეს კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და დაინტერესებულ პირებს ეხმარება მის დანერგვაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)