|
2016-02-26 18:45:17, 913 ნახვა
სამართალი
ლადო სადღობელაშვილი დააკავეს
ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები, კომუნალური მომსახურეობის აღდგენას ითხოვენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს, რის გამოც ლადო სადღობელაშვილი და აქციის ორი მონაწილე დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგომის გაწევას გულისხმობს. აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი, საღამოს 20:00 საათზე ორთაჭალაში, შსს-სთან აქციის გაგრძელებას გეგმავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)