04:42 - 14 Aug, 2026
|
2024-11-05 11:45:03, 718 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 79 „შაჰიდიდან“ 48 ჩამოვაგდეთ
5 ნოემბრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 79 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 48 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და 2 Kh-59/69-ის მართვადი საჰაერო რაკეტითაც შეუტია, რომელთაგან ორივე Kh-59/69-ის რაკეტა ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, დრონების განეიტრალება ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიჰივისა და ხმელნიცკის ოლქებში მოხდა. საჰაერო შეტევა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა და ელექტრონულმა ომის დანაყოფებმა მოიგერიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)