|
2024-11-05 10:16:09, 725 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-3 ზამთარი ახლოვდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინას ახლა დახმარება სჭირდება. ბერბოკის თქმით, აღნიშნული თანხა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება. ასევე, მოხმარდება იმას, რომ "უკრაინელები უზრუნველყოფილი იყვნენ პირველადი აუცილებლობის ნივთებით, ისეთებით, როგორიცაა საბნები, ზამთრის თბილი ტანსაცმელი ცივი ტემპერატურისგან თავის დასაცავად". შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკ უკრაინაში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)