|
2024-11-04 15:56:51, 385 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებასა და ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევას აცხადებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებასა და ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება. “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge. მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ: https://www.airports.ge/b2b/request-for-proposal “,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)