|
2024-11-04 15:33:18, 337 ნახვა
საზოგადოება
DIB სკოლაში თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) "თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. "მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული რესურსით ტარდება. პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, პროგრამა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) ფარგლებში ტარდება და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის განგრძობითობის ამსახველი კარგი მაგალითია. 5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში. „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მოწვეული ექსპერტების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)