|
2024-11-01 16:20:21, 686 ნახვა
ომი უკრაინაში
სიკორსკი ზელენსკის - ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ უკრაინისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და დახმარებას უკრაინელი ლტოლვილებისთვის, პოლონეთმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, იმაზე მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ,- ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთი უკრაინისთვის "მიგ-29" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს. როგორც სიკორსკიმ აღნიშნა , აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ პოლონეთის თითქმის 300 ტანკი, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავებია.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას კვლავ სურს "მიგ-29" გამანადგურებლების მიღება პოლონეთიდან, მაგრამ პოლონური მხარე ამ თვითმფრინავებს ჯერ არ აწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)