|
2024-10-30 11:05:45, 419 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი და ახალი თეატრი საერთაშორისო პროექტის პრემიერას წარმოგიდგენთ
ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორის ლეონარდო მანძანის სპექტაკლის “სირანო უნდა მოკვდეს“ პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს. ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკის“ მიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ. “სირანო უნდა მოკვდეს“ კლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა, სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენით მეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად ქალის - როქსანის მონათხრობის მიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაც ცოცხალია. ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის და სანდრო მრევლიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - “თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)