|
2024-10-28 19:11:46, 472 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ - ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება
დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის თქმით, „რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ“. „დღეს დილიდან, დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს. ნათელია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ. ამომრჩეველთა ერთიანი სია, მათ შორის ოლქების მიხედვით, საჯაროა ახლაც და საჯარო იყო ყველა ჩართული მხარისთვის არჩევნებამდეც. საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საარჩევნო სუბიექტები და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის იმ მონაცემებით, რომლითაც ჩატარდა არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ მივცემთ დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები“,- აღინიშნა ბრიფინგზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)