08:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 13:58:34, 1110 ნახვა

პოლიტიკა
შიდა ქართლის გეუბერნატორისა და სუს-ის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის გადაყენება არ დასტურდება

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ რუსიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, გუბერნატორის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

არ დასტურდება არც სუს-ის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადაყენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

შიდა ქართლის გუბერნატორისა და სუს-ის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის გადაყენების შესახებ იფნორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„ჩემი ინფორმაციით, მოხსნეს შიდა ქართლის გუბერნატორი და ზედ მიაყოლეს სუს-ის უფროსი. 
მიზეზად სახელდება გორის საკრებულოს პროცესები. იქ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა“, - წერს ირმა ნადირაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics