|
2024-10-23 15:44:50, 1192 ნახვა
ომი უკრაინაში
ოსტინი - უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით - მას გამარჯვება შეუძლია
უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, მათ შორის აშშ-ისგან მიწოდებული დრონები და აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატები აწარმოოს. "უკრაინას აქვს მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ დრონების სახით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს საკუთარი უპილოტო აპარატები. ისინი ძალიან ეფექტურია. რეალურად ვნახეთ, როგორ ახორციელებენ თავდასხმებსა და ოპერაციებს საზღვრიდან 400 კილომეტრის მოშორებით. უკრაინას აბსოლუტურად შეუძლია გამარჯვება. ჩვენ გამარჯვებას განვსაზღვრავთ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი ტერიტორია და შეაკავოს აგრესია მომავალში",- განაცხადა ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)