|
2024-10-23 11:27:46, 380 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვარკეთილი მოლი“ შენდება
“საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია “ურბანიკი“ ვარკეთილი მოლს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია, “საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 16.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება. პროექტის ფარგლებში მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ, 40 000 ათას კვ.მ-ზე, 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც წარმოდგენილი იქნება არაერთი საერთაშორისო ბრენდი. მოლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება. “მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ბანკის“ ჩართულობით, თბილისში კიდევ ერთი მოლი შენდება, სადაც არაერთი საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. “საქართველოს ბანკსა“ და კომპანია “ურბანიკს“ 20 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა სპორტის სასახლის მიმდებარედ, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ვაშლიჯვარსა და მზიურის ტერიტორიაზე; სასტუმროს მშენებლობა აბანოთუბნის ტერიტორიაზე; ასევე რამოდენიმე ბიზნეს ცენტრის მშენებლობა კოსტავას, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის), კვერნაძის, დოლიძის ქუჩებზე და მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველას მიმდებარედ. სამომავლოდ კი კომპანია უზნაძისა და კოსტავას ქუჩებზე მულტიფუნქციური სამშენებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება და ახალ მასშტაბებს იძენს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“,- განაცხადა “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)