14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 11:24:58, 306 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა დამტკიცდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო - "სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა" დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მრავალ სახეობას.

"აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომლის შესაბამისად, თითოეული პრიორიტეტული სახეობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ამ სახეობის აღდგენის დეტალურ გეგმას.

სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა  სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ექსპერტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში შეიმუშავეს. 

დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას და ამ სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების შემუშავების წესებს, მეთოდებს, რეკომენდაციებსა და ვალდებულებას. ნუსხით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად, ამ სახეობების აღდგენის ცალკეული გეგმის შესაბამისად. 

დოკუმენტი უზრუნველყოფს როგორც სახეობათა აღდგენის დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებასა და რეინტროდუქციის პროგრამების შექმნას, აგრეთვე, მომავალში პრიორიტეტული სახეობების მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების ჩამოყალიბებას.  

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე წარმატებით ხორციელდება ხუთი პრიორიტეტული სახეობის - ქურციკის, ნაკადულის კალმახის, გნოლის, კაკბისა და ხოხბის - პოპულაციების აღდგენის ღონისძიებები. მომავალში დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და დოკუმენტით შემოთავაზებულია დამატებით 61 სახეობის აღდგენა. 

უახლოეს მომავალში დაგეგმილია წითელი ნუსხით დაცული ირმის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება",- ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics