|
2024-10-23 11:05:40, 345 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ 65 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა
თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადასცა. "მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსი შენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)