|
2024-10-22 12:28:43, 342 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის IV მ/რ-ში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები მოეწყო
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - მორიგი კომბინირებული დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N24 და N29 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ჯამში, 3 000-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სკვერები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. "N29 კორპუსთან მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო-გასართობი მოედანი, N24 კორპუსთან კი განახლდა არსებული მინი ამფითეატრი, ასევე, მოეწყო საბავშვო ზონა. ორივე სკვერში სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები. პროექტების დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ორივე სივრცეში, ჯამში, 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგა. დასასვენებელი სივრცეების ჯამური ღირებულება 657 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლაგომ“ განახორციელა. დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ტურძელაძემ გახსნეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)