|
2024-10-20 22:48:50, 457 ნახვა
საზოგადოება
ზღვისუბანში საქალაქო პარკი გაიხსნა - ვიდეო
ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. ღონისძიება ჯგუფმა „მიქსტურამ" გახსნა და მსმენელს ცნობილი და ყველასთვის საყვარელი კომპოზიციები შესთავაზა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ადგილობრივ მოსახლეობას საქალაქო მნიშვნელობის პარკის გახსნა მიულოცა. „იხსნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება დედაქალაქში. მინდა გავიხსენო, რა მდგომარეობა იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ აქ მოვედით - იყო ანტისანიტარია, ჭაობი და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაშენებდით ყველაზე მაგარ, ყველაზე მწვანე რეკრეაციულ სივრცეს და დღეს უკვე ეს დაპირება შესრულებულია. გილოცავთ ყველას და ვუერთდები თქვენს სიხარულს. მინდა, წარმატებები გისურვოთ ყველას. ამ პროექტების განხორციელება მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანმა მშვიდობამ. ყველამ მინდა იცოდეს, რომ მშვიდობას და სიმშვიდეს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ გავაგრძელებთ ან ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქალაქის მოვლას, აღმშენებლობას, აღორძინებას და დედაქალაქს კიდევ ბევრი ასეთი რეკრეაციული სივრცე შეემატება", - განაცხადა კახა კალაძემ. მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, პროექტის შემსრულებლებს და პარკის გახსნის ღონისძიების მონაწილე ჯგუფს „მიქსტურას". ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა. პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი შეიცვალა ბალასტით; მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი; ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც პარკის მიმდებარე სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. გარდა ამისა, ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე. სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)