|
2024-10-18 13:22:07, 357 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ისეთ ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად რადიკალური დაჯგუფებები არიან
მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად არიან რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. "ზოგადად, ჩვენ მივესალმებით, რომ არჩევნებს აკვირდება ეუთო/ოდირი, მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ აქ არის მეორე თემა: ისეთ ორგანიზაციებს და ადამიანებს აქვთ პრეტენზია დაკვირვებაზე, აქვთ სურვილი, რომ წარმოჩნდნენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რეგისტრირდებიან, "ჩემს ხმას" "პეტრეს ხმას", "პავლეს ხმას" ირქმევენ, მაგრამ რეალურად ესენი არიან იმ რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები. ხომ ვიცით ყველა სახელებით და გვარებით. რაც არ უნდა დამკვირვებლები დაირქვან, საზოგადოება იცნობს მათ და კაპიკია მათი შეფასებების ფასი, ნულის ტოლია. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. ყველანაირი ზღვარი გადალახეს და მათ ყველას 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს პასუხს",- განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)