04:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 17:50:12, 440 ნახვა

მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 18 რუსული ნავთობტანკერისა და 4 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები, რაც ყველაზე მსხვილი სანქცია პუტინის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ.

"ჩრდილოვანი ფლოტი“ მიისწრაფვის სანქციებისთვის ძირის გამოთხრისკენ და წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს. ეს არის ეკოლოგიური რისკები, როგორიცაა ნავთობის ჩაღვრა უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების უხეში დარღვევის შედეგად, ასევე მსოფლიო ვაჭრობის უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში.

18  ხომალდს აეკრძალა დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და ბრიტანეთის წამყვან საზღვაო სერვისებზე წვდომა მთელს მსოფლიოში.

სანქციებს დაქვემდებარებული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ 43-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოვანი ფლოტი" გულისხმობს გემებს, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ სანქციებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics