|
2024-10-16 17:51:06, 356 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამაყია აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში მონაწილეობით. „ძალიან სასიამოვნო გარემოა. ამაყი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში. რასაც ფურცელზე ვხედავდით, ძალიან ლამაზი პროექტი იყო, მაგრამ ადგილზე ნახვის შემდეგ შენობამ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, შიგთავსიც მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით, ტელევიზია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ვუერთდები მილოცვებს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ყველაფერი მოხდება - ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება. მინდა გისურვოთ საუკეთესო სიახლეები, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია, ის სიახლეები, რაც ქვეყანაში, დედაქალაქში ხდება. ამ ყველაფრისთვის ყველას გიხდით მადლობას და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს ჩაიდო, 4 წლის შემდეგ კი, ტელევიზია ახალ, ეკოლოგიურად მწვანე შენობაში გადადის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)