19:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 15:03:25, 296 ნახვა

საზოგადოება
კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

"დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ. 

დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს. 

კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება, მათ შორის არის, ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, იზოლირებული კაბინეტი, ინფექციური პაციენტებისათვის. 

დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, ემსახურება.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დიალიზის ცენტრში იყოფებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები და სხვა სტუმრები. 

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics