|
2024-10-14 15:49:58, 449 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ City Cancer Challenge-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ონკოლოგიური პაციენტებისთვის სერვისებისა და უფლებების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს City Cancer Challenge-ის ღონისძიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრელებს. სამინისტროს ცნობით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიხეილ სარჯველაძემ მიმართა. "შეხვედრაზე,ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.ისაუბრეს სერვისების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე. ჯანდაცვის მინისტრმა,მოწვეულ სტუმრებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა,რომ უწყების მთავარი მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მკურნალობის პროცესის გამარტივება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. ფონდი City Cancer Challeng ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს და სიმსივნეების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების გზით, სიკვდილიანობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ღონისძებას მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე,City Cancer Challenge-ის ევროპის რეგიონის დირექტორი სოფი ბუსმანი, city cancer challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი ისაბელ მესტრესი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები,ასევე ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)