06:57 - 14 Aug, 2026
|
2024-10-13 16:36:00, 621 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ჯარებმა სოფელ მიხაილოვკაზე კონტროლი აიღეს
რუსულმა ჯარებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში მდებარე სოფელ მიხაილოვკაზე კონტროლი აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. "გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელი მიხაილოვკა გათავისუფლდა",- ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში, რომელსაც "რია ნოვოსტი" ციტირებს. პარალელურად, Reuters-ი სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარები პოკროვსკის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრისკენ მიიწევენ. უკრაინას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)