|
2024-10-12 13:13:18, 375 ნახვა
საზოგადოება
ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. "ქალაქ ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით. დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)