|
2024-10-11 16:23:33, 577 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო. "ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში, ყველაფერი, რაც ეხება პატიმრებსა და დეპორტირებულებს, რჩება უკიდურესად მტკივნეულ საკითხად. მოზრდილები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ტყვეობაში მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა. და რუსულ ტყვეობაშია ჯერ კიდევ ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ოკუპირებული ტერიტორიის თემების ლიდერები, უბრალო ხალხიც კი, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს დაიჭირეს",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, დღეს, 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)