|
2024-10-10 10:32:15, 343 ნახვა
საზოგადოება
სამინისტრო - საქართველო სოფლის მეურნეობის მდგრადი მიზნების განხორციელების მიმართულებით, რეგიონში ლიდერი ქვეყანაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ პროექტის “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისთვის საქართველოში“ დასკვნითი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ექვსწლიანი პროექტი საგარეჯოს, ყვარლის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის მუნიციპალურ დონეზე ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის გაძლიერებას და ნიადაგის აღდგენის საპილოტე ქმედებების განხორციელებას, ასევე, ცოდნის მართვასა და შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებდა. “აღნიშნული პროექტი ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა სამინისტროს საქმიანობის დღის წესრიგს წარმოადგენს, რაშიც აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, პროექტის შინაარსი, კლიმატის ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ბუნებრივი კაპიტალის დაცვის მიზნით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი მიწის მდგრადი მართვის განვითარებას“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას (UNEP) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს (REC Caucasus) პროექტის განხორციელებისთვის. “საქართველო სოფლის მეურნეობის მდგრადი მიზნების განხორციელების მიმართულებით, რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ვფიქრობ, მიწის მდგრადი მიზნების მიღწევის პროცესში აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს“,- განაცხადა ონლაინ ჩართვისას UNEP-ის ოფისის, GEF-ის ბიომრავალფეროვნების/მიწის დეგრადაციის პორტფელის მენეჯერმა იოჰან რობინსონმა. ხაზგასმით აღინიშნა, პროექტის ფარგლებში ქარსაფარი ზოლების გაშენების, თესლბრუნვისა და მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობა. ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ფერმერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)