|
2024-10-06 17:58:34, 537 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. კახა კალაძემ თანაქალაქელებს „თბილისელობა“, ხოლო 5 ოქტომბერს დაჯილდოებულებს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო დედაქალაქის მცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანია გამოსული. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ქალაქის დღეები იმართება. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე აბანოთუბანსა და რიყეზე. წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები, განთავსებულია სივრცეები პატარებისთვის. ფაქტობრივად, ყველა თაობის ადამიანისთვის იმართება ღონისძიება, რაც სასიამოვნოა. გუშინ გვქონდა საპატიო თბილისელების დაჯილდოება. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რაც ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და შრომას ყველა პატივსაცემ ადამიანს დავუფასებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში. დღეს საღამოს გაიმართება გალაკონცერტი, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საქართველოს პარლამენტის წევრები. რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ფესტივალები და წარმოდგენები დღის ბოლომდე გასტანს. დღესვე, 19:30 საათზე რიყის პარკში გაიმართება საზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები“. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)