|
2016-02-23 16:53:08, 724 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა შემოსავლები სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტები აღმოაჩინეს საბაჟო კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც რუსეთის მოქალაქე ვ.მ. მართავდა. „ავტობუსში იმყოფებოდა მეორე მძღოლიც, საქართველოს მოქალაქე ა.ც. . ავტობუსის სალონის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანა სავარძლებიდან ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ЛИРИКА – 28 კაფსულა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL - 200 აბი. მძღოლების განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები იყო ამანათი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)