|
2024-10-04 10:27:56, 887 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში 2 ნავთობბაზა იწვის [ვიდეო]
რუსეთში, ვორონეჟიეს ოლქში, ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს. გუსევის განცხადებით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების მოიგერიების დროს ერთ-ერთი, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. "ვორონეჟის ოლქის, ანინსკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ, რომელთაგან ერთი ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ცარიელ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის რეჟიმი ნარჩუნდება“,- განაცხადა გუსევმა. კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში 10 ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)