|
2024-10-03 12:53:02, 435 ნახვა
საზოგადოება
„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია
ლიტერატურული პრემია “საბას“ ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. “საბა“ “თიბისიმ“და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება. 2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემია “საბას“ 2024 წლის “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან: 1. ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის “პატაფიზიკა სცენაზე“ 2. გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს “სამუშაონი და დღენი“ (არილი) 3. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის “არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“ (სულაკაურის გამომცემლობა) 4. გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის “ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L) 5. ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის “ალეფი“ (სულაკაურის 6. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (დიოგენე) 7. თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის “აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე) 8. თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის “ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე) 9. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის “დაუდგომელნი“ (ინტელექტი) 10. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის “ძველი ოსტატები“ (სულაკაურის 11. პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის “სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა) 12. რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას “დღიურები“ (ალეფი) 13. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს “ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)