|
2024-10-02 16:22:06, 379 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა
კომპანია "ჰანიველ ცემენტის" წარმომადგენლების მიერ კასპის ცემენტის ქარხანაში ალტერნატიულ საწვავად ნარჩენი საბურავების გამოყენების პროექტის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. ამის შესაებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. „მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ნარჩენების სწორი მართვა, სეპარირება, შეგროვება და შემდეგ გადამუშავება, რესურსად გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცირკულარული, მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ; შევიმუშავეთ პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები - ნარჩენების მართვის კოდექსი; ასევე, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და დამატებითი ღირებულების შექმნას. დღევანდელი პროექტი მგვ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჩანაცვლდება ძვირადღირებული, მეტწილად იმპორტირებული საწვავი - ქვანახშირი; ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციასთან ერთად, შემცირდება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)