|
2024-10-02 15:54:12, 691 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს
უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი უგლედარი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება აცხადებს, ალყაში მოხვედრის საფრთხის გამო, უმაღლესმა სარდლობამ ქალაქიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. "ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ არ შეწყვიტა უგლედარის დაკავების მცდელობები. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მოწინააღმდეგემ მიმართა რეზერვები ფლანგზე დარტყმების განსახორციელებლად, რამაც გამოფიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების თავდაცვა. მოწინააღმდეგის ქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესმა სარდლობამ გასცა ნებართვა უგლედარიდან დანაყოფების გასაყვანად მანევრის ჩასატარებლად, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების, ასევე მომდევნო მოქმედებების წარმოებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით",- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)