|
2024-10-02 14:11:40, 529 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნესსა“ და „რითეილ ასოციაციასთან“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
1 ოქტომბერს "თიბისი ბიზნესისა" და "რითეილ ასოციაციის" წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში. დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება. ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთან პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით. მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ. ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის განათლებას, რომელიც გადაამზადებს მეწარმეებს. 1 on 1 შეხვედრებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, კურსის ბოლოს შერჩეული მეწარმეები შეძლებენ პირისპირ გასაუბრებას იმისთვის, რომ მოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება. სხვადასხვა აქციები მცირე მეწარმეების პროდუქციაზე და B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)