07:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 22:55:32, 503 ნახვა

მსოფლიო
„ცაჰალის“ ინფორმაციით, ირანმა ისრაელისკენ რამდენიმე ზალპით 180 რაკეტა გაუშვა

„ცაჰალის“ ინფორმაციით 18:31 საათზე ირანმა ისრაელისკენ  რამდენიმე ზალპით 180 რაკეტა გაუშვა. 

რაკეტების დიდმა რაოდენობამ ისრაელამდე ვერ მიაღწია. მხოლოდ ცალკეული დარტყმები დაფიქსირდა ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში

„ცაჰალი“ აზუსტებს, რომ არ დაზიანებულა საჰაერო ძალების ინფრასტრუქტურა, თვითმფრინავები და თავდაცვის სისტემები. 

საჰაერო ძალები ამ ღამით გააგრძელებენ ძლიერ შეტევებს ახლო აღმოსავლეთში.

ირანი უბიძგებს ახლო აღმოსავლეთს ესკალაციისკენ, ღამის მოვლენებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანი იმუქრება და აცხადებს, რომ ამერიკული ავიაბაზები გახდება ირანული რაკეტების სამიზნე, თუ აშშ შეუერთდება ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ზომებს, ან თუ ებრაული ავიაგამანადგურებლები  გამოიყენებენ  ერაყის საჰაერო სივრცეს თეირანის წინააღმდეგ იერიშების განსახორციელებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics