08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 18:42:39, 484 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს - ებრაელი და სპარსელი ხალხი მშვიდობას საბოლოოდ იპოვის

ირანი გათავისუფლდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ირანის ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისრაელი თქვენთანაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ებრაელი და სპარსელი ხალხი მშვიდობას საბოლოოდ იპოვის.

"ირანელების დიდმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აინტერესებს ისინი. რომ აინტერესებდეს და ზრუნავდეს თქვენზე, შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებზე. დაიწყებოდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება.

წარმოიდგინეთ, თუ მთელი ის დიდი ფული, რომელიც რეჟიმმა დახარჯა ბირთვულ იარაღსა და საგარეო ომებზე, ჩადებულიყო თქვენი შვილების განათლებაში, თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, წყალი, კანალიზაცია, ყველაფერი რაც გჭირდებათ. წარმოიდგინეთ ეს.

ირანი როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება და ეს მომენტი დადგება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ იპოვის მშვიდობას", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics