|
2024-09-30 17:33:58, 408 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა
ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პირველკურსელთა მიღების ცერემონია ილიაუნის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან დარახველიძემ. “ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“,- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)