15:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:12:39, 680 ნახვა

სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე უნდა გაუქმდეს, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვენ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა.

მას სურდა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას საქმეზე პროცესი დასრულდა და პირველ მარტს განახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics