|
2024-09-30 10:18:52, 454 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიაზე გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით
მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. "ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რისი ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო. დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით. მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს!",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)