08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 16:26:17, 418 ნახვა

მსოფლიო
„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს

"ჰეზბოლა" ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც "ჰეზბოლას" განცხადებაშია აღნიშნული, დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ, ასევე ღაზასა და პალესტინის მხარდასაჭერად, ბრძოლას გააგრძელებს.

"ჰეზბოლას" გენერალური მდივანი სეიედ ჰასან ნასრალა შეუერთდა თავის დიდ, უკვდავ მოწამე თანამებრძოლებს, რომლებსაც ის ხელმძღვანელობდა, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში",- აღნიშნულია "ჰეზბოლას" განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელა. IDF-ის ცნობით, ნასრალა გასულ ღამეს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics