|
2024-09-28 12:16:31, 401 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას 400-მდე ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციასა და მასტერკლასს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიის შესახებ. "მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვებს ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)