23:21 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 21:13:24, 509 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი

2024 წლის 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოხდა გზამკვლევის "Tourism Doing Business: Investing in Georgia"  წარდგენა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

"გზამკვლევი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა, რომლის მომზადებაშიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური სახით.

მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics