|
2024-09-27 15:41:24, 328 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები კიდევ 89 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის, ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 89 ოჯახს, ვეტერანთა კულტურის და დასვენების ბაღში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების საკითხის განსახილველად. “არ იფიქროთ, რომ ამაზე ვჩერდებით. ყველას დავეხმარებით, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. ვინც საჭიროებს დაკანონებას, უნდა მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობებს, სადაც დაგეხმარებიან, გეტყვიან რა საბუთები დაგჭირდებათ. შემდეგ თქვენი საქმეები მერიაში გადმოიგზავნება, გავიტანთ მთავრობის სხდომაზე, საბოლოოდ კი, საკრებულოში ოფიციალურად დადასტურდება, საცხოვრებელი ფართების პირად საკუთრებაში გადმოსვლა. ათეულობით მილიონი ლარის ქონება არის გადაცემული ამ ოჯახებისთვის, რაც ძალიან მიხარია",- განაცხადა კალაძემ. 2017-2024 წლებში საკუთრება 3 000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებლები, რომლებშიც აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)