|
2024-09-26 11:55:49, 434 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზელენსკიმ ჯო ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით კი, ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზეც. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამაზე 26 სექტემბერს ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს იმსჯელებენ. პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს “დიდი შვიდეულის“ სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის აღდგენის შესახებ. ცნობისთვის, 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)