|
2024-09-25 17:01:49, 429 ნახვა
მსოფლიო
AP - აშშ-ში ამ კვირაში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ამ კვირაში შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება და მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა "გამარჯვების გეგმა" წარუდგინოს. პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფოს მეთაური აპირებდა საკითხის განხილვას პრეზიდენტობის კანდიდატებთან - დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისთან. ცნობისთვის, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 26-27 სექტემბერს შეხვდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)