|
2024-09-25 12:43:27, 410 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია მას სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. “ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აშშ-ის სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან. ირანმა უკვე განხორციელდა ნაბიჯები, რომლებიც არ გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ეს სიტუაცია არავისთვის არ არის კარგი. მე გარშემორტყმული ვარ უფრო მეტი დაცვით და იარაღით, ვიდრე როდისმე მინახავს. მადლობა კონგრესს, რომ ერთხმად დაამტკიცა გაცილებით მეტი თანხა საიდუმლო სამსახურისთვის. სასიამოვნოა "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" შეთანხმება რაღაც საკითხზე“,- წერს ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)