|
2024-09-25 12:38:21, 367 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Technovation Girls Sakartvelo 2024-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა
"თიბისის" მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 22 გამარჯვებული გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო. "თიბისის" ტექგუნდის და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ბანაკში გოგოებმა ისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოს, მეწარმეობის ვორქშოფზე შექმნეს სახალისო პროექტები, გაეცნენ Low Code ვებ-დეველოპმენტს OutSystems პლატფორმაზე. ასევე, შეისწავლეს თამაშების შექმნის საწყისები და შექმნეს მარტივი თამაშები. მოისმინეს საინტერესო ლექციები STEM კარიერაზე, სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მწვანე ენერგიაზე და დიდი ენის მოდელების სამეცნიერო საფუძვლებზე. დამოუკიდებლად გაარჩიეს და წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის უახლესი აპლიკაციების შესაძლებლობები. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)